|

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია მიიჩნევს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტით საკანონმდებლო ორგანოს არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება.
მისივე თქმით, გახარიას პარტია გარე დავალებებით მოქმედებს.
„ბოიკოტს წყვეტს და მათი განცხადებები ადასტურებს, რა გაქანების ძალაა. მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდელო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება. თუ შემოვლენ, საზოგადოების იმ ნდობას გაამართლებენ, რაც თავის დროზე მიიღეს. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი ინტერესებით და გარე დავალებებით მოქმედებენ. ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფია, რომელიც ქვეყანაში გარე დავალებით მოქმედებს. მგონი, მათი ლიდერი გერმანიაშია. აქამდე, „გახარია საქართველოსთვის“ იყო, ახლა „გახარია გერმანიისთვისაა“. კომიკურ მდგომარეობაში არიან – გახარია გერმანიისთვის, მათი პარტია „ნაცებისთვის“. არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში სიტუაცია არიოს. აღკვეთილი იქნება ნებისმიერი გამოწვევა, რაც გამოიხატება აგენტურაში თუ რადიკალურ მოქმედებებში. თითს არ გავანძრევინებთ არც ელჩს, არც მათ შემსრულებლებს და არც დამკვეთებს, რადგან საქართველო შემდგარი სახელმწიფოა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|