რეზონანსი
23.10.2025

"ევროკომისიამ თქვა, რომ მაღალი რისკი არსებობს, საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა", - ამის შესახებ პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადადა.

მისივე თქმით, რისკი მაღალია, თუმცა პარტიაში ფიქრობენ, რომ ქართველი ხალხს უვიზო რეჟიმი არ უნდა შეუჩერდეს.

"იმან, ვინც უნდა გააჩეროს [უვიზო მიმოსვლა], თქვა, რომ ძალიან მაღალი რისკია. თუ ევროკომისიამ თქვა, ესე იგი რისკი ყოფილა მაღალი, ევროკომისიამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

ჩვენი პოზიცია არის, რომ ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს უვიზო მიმოსვლა", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×