
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ სენატორთან, რენდ პოლთან, რომელიც ასევე არის სენატის საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის, შრომისა და პენსიების, ასევე მცირე ბიზნესისა და წარმოების კომიტეტების წევრი.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებს. ასევე, განხილულ იქნა რეგიონში განვითარებული მოვლენები, სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში არსებული აქტუალური საკითხები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.