რეზონანსი
24.10.2025

„მგონი, თვითონაც არ იციან, რას ითხოვენ და უცხოელი პატრონებისა და აქ წარმოდგენილი აგენტურის დავალებებს ასრულებენ, რომლებიც ჩრდილში რჩებიან“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, იმ მცირერიცხოვან რადიკალ აქტივისტებზე კომენტირებისას, რომლებიც კანონს არღვევენ და ავტომობილის სავალი გზის გადაკეტვას მაინც ცდილობენ რუსთაველის გამზირზე.

ეკა სეფაშვილის თქმით, რადიკალ აქტივისტებს რეალურად რომ აინტერესებდეთ რაიმეს გაპროტესტება, პარლამენტის წინ საკმაოდ დიდი ტროტუარია, სადაც თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი განსხვავებული, ალტერნატიული თუ საწინააღმდეგო აზრი.

„ამ უცხოელ პატრონებს თუ აქაურ აგენტურას, იმის გამო, რომ ჩრდილში რჩებიან, არც დაპატიმრება ემუქრებათ და არც - ჯარიმის გადახდა. ისინი სწორედ რადიკალი აქტივისტების ხელით ცდილობენ მავნებლობის ჩადენას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბავშვების მომავლის წინაშე.

რადიკალ აქტივისტებს რეალურად რომ აინტერესებდეთ რამეს გაპროტესტება, პარლამენტის წინ, საკმაოდ დიდი ტროტუარია, სადაც თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი განსხვავებული, ალტერნატიული თუ საწინააღმდეგო აზრი“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×