რეზონანსი
24.10.2025

აქციის მონაწილეთა მხრიდან ქუჩების გადაკეტვა გარე ზეწოლის კონკრეტული შედეგია, მაგრამ ამას მათთვის სასურველი შედეგი ვერ მოაქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანას ზიანს აყენებს.

„კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ გარედან მათი წახალისება არ იცვლება. ამიტომ, ისინი ამ წახალისების იმედად ცდილობენ, საკუთარ ქვეყანას დისტრუქცია მოუწყონ და ამ ფორმით უმცირესობამ უმრავლესობაზე იძალადოს. ეს დაუშვებელია და ამ ყველაფერს დასასრული ექნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×