რეზონანსი
24.10.2025

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიცირებულია კანონპროექტი S.3050, რომელიც მიზნად ისახავს 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში“ (FARA) ცვლკილებების შეტანას.

როგორც აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილებები შეეხება ამ აქტით გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნების მოდიფიცირებას.

გამონაკლისები არის დებულებები, რომლებიც ათავისუფლებენ გარკვეულ პირებსა და ორგანიზაციებს FARA-ს მოთხოვნებისგან.

FARA არის აშშ-ის ფედერალური კანონი, რომელიც მოითხოვს „უცხოელი პრინციპალის აგენტებისგან“ (უცხო ქვეყნების მთავრობების, პოლიტიკური პარტიების ან სხვა უცხოური სუბიექტების ინტერესების წარმომადგენლები), რომლებიც პოლიტიკურ ან სხვა კონკრეტულ საქმიანობას ეწევიან აშშ-ის ტერიტორიაზე, გაიარონ რეგისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტში (DOJ) და საჯარო გახადონ თავიანთი საქმიანობა, კავშირები და ფინანსები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×