
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ნებისმიერ დროს უმასპინძლოს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს.
კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას გამოეხმაურა.
„აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თურქეთის, ანუ სტამბოლის მნიშვნელობა მშვიდობის ხედვაში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს ვუმასპინძლოთ ასეთ შეხვედრას“, - აღნიშნა ერდოღანმა და გამოთქვა სინანული, რომ ბუდაპეშტში შეხვედრა არ შედგა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დიალოგი სასარგებლო იქნება ამ ომის შესაჩერებლად. თავიდანვე ჩვენ ამის მომხრე ვიყავით, ვმუშაობდით ამაზე და ვაცხადებდით, რომ სამართლიანი მშვიდობა შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები ორივე მხარესთან და ვართ ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა ნდობა ორივე მხარისგან. ეს გვაძლევს უპირატესობას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გამოვიყენოთ ეს სიტუაცია კაცობრიობის სასიკეთოდ“, - დასძინა მან.