რეზონანსი
24.10.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელების მზაობისთვის.

„დღეს ყველა პარტნიორმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი ფინანსურ მხარდაჭერას, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, პირველად მსურველთა კოალიციას იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი შეუერთდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიმდინარე თავდასხმებზე უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ძირითადი თავდაცვითი პრიორიტეტები.

„დღეს ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორებთან სისტემების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ფოკუსირდნენ იმაზე, რაც ყველაზე პრაქტიკული და ეფექტურია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ფრონტს სერიოზული ყურადღება სჭირდება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიპლომატია მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას შეუძლია, რეალურ, ნამდვილ გადაწყვეტილებებამდე მივიდეს.

„ჩვენ უნდა განვახორციელოთ ზეწოლა არა მხოლოდ „როსნეფტსა“ და „ლუკოილზე“, არამედ ყველა რუსულ ნავთობკომპანიაზე, აგრეთვე ჩრდილოვან ფლოტზე და მის ინფრასტრუქტურაზე, რუსეთის ნავთობის ტერმინალებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×