რეზონანსი
24.10.2025

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისთვის შედეგს იძლევა.

რუტემ განცხადება ლონდონში გამართული „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

ნატოს ხელმძღვანელმა სამიტს „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა და მოკავშირეების ინიციატივა მიესალმა, რომელიც უკრაინის დახმარების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, პუტინი უკრაინის ფრონტის ხაზზე „მცირე წინსვლას“ აღწევს, ხოლო „ასობით ათასი რუსი“ მისი აგრესიის მსხვერპლი ხდება.

„ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ჩვენი დახმარება უკრაინისთვის მუშაობს და ჩვენ ის უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა რუტემ.

გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტს „ფული, ჯარი და იდეები ელევა“ და რუსეთმა აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×