რეზონანსი
24.10.2025

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ მოქალაქეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა. გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

პოლიციამ, შესაბამისი ღონისძიების გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეები გააფრთხილა, გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან.

პოლიციის ჯგუფი რუსთაველის გამზირზე როგორც ჭიჭინაძის ქუჩიდან, ასევე თავისუფლების მოედნის მხრიდან გამოჩნდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს პოლიციური რეჟიმი!”

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პროტესტს ტროტუარზე განაგრძობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×