რეზონანსი
25.10.2025

30 წლის მამაკაცი თბილისში, საკუთარ სახლთან გამთენიისას აიყვანეს. ახალგაზრდა კაცი გერის და კიდევ ერთი არასრულწლოვანი ნათესავის მიმართ სქესობრივ დანაშაულშია მხილებული. პოლიცია ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე რამდენიმე საათი იყო მობილიზებული. ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

ორივე დაზარალებული 12 წლის გოგონაა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული გერს და ახლო ნათესავს თვეების განმავლობაში სექსუალური ხასიათის ქმედებებს აიძულებდა. ახლობლებმა მომხდარის შესახებ პოლიციისგან შეიტყვეს. გარყვნილი ქმედების ბრალდება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

"კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანებთან სექსუალურ ქმედებებს 30 წლის მამაკაცი ტელეფონით იღებდა. მის მობილურში სამართალდამცველებმა ინტიმური შინაარსის არაერთი ვიდეო ჩანაწერი აღმოაჩინეს.

ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მას ადვოკატი არ ჰყავს და უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს. პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც 30 წლის მამაკაცის დანაშაულს უტყუარად ადასტურებს. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ გამოძიება სხვა დაზარალებული არასრულწლოვანების კვალზეც გავიდეს. შესაძლოა, დაკავებულს ბრალი სერიულ პედოფილიაზე გადაუკვალიფიცირდეს.

ბრალდებული უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×