რეზონანსი
25.10.2025

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა.

„როგორც კი დაინახეს, რომ მათი აგენტურული ძალები არიან გაკოტრებულები, მიწასთან გასწორებულები, ძალიან დიდი მარცხი იწვნიეს, ახლა ამ ვიზალიბერალიზაციით ვაჭრობენ, რომ რაღაც ტემპერატურა აწიონ ხალხში და საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება შემოიტანონ.

ქვეყნების უდიდესი ნაწილი მოწინააღმდეგეა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი კრახი, სამარცხვინო ნაბიჯი მთელი ამ სივრცისთვის, რასაც ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების ქმედება ერქმევა“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

ჩავარდნილი და ვერ შემდგარი სცენარის შემდეგ, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიცია, საქართველოს დაზიანების მიზნით ევროპაში დადის და ისევ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×