|

ვერ „მოვინელეთ“ ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სუს-ის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალის ამოღების ფაქტს.
ქართველიშვილის განცხადებით, დღევანდელობაში მტრების სამიზნე არა მხოლოდ რეგიონის ცალკეული ქვეყნები, არამედ სრულიად სამხრეთ კავკასიაა.
„2021 წლის შემდეგ, ეს არის აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი საქართველოში თავის კოლეგასთან შესახვედრად. დიდი ალბათობით, ეს ვიზიტი იყო შეთანხმებული ბაქოში, სადაც მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა მსოფლიოს სპეცსამსახურების ლიდერების სამიტზე. ეს სოლიდური პაუზა ყოველთვის იწვევდა სხვადასხვა ინტერპრეტაციების წარმოშობის საბაბს. ხომ არ იყო გამოწვეული ფოთის ნავსადგურიდან სომხეთისთვის განკუთვნილი ფრანგული სამხედრო ავტოტრანსპორტის პერიოდულ სატრანზიტო ტრაფიკთან. ხომ არ იყო გარკვეული უკმაყოფილება იმის გამო, რომ აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებისთვის განკუთვნილი თანხები, „ქეშის“ სახით ჩვენი „ენჯეო“ სექტორის საბანკო ანგარიშებიდან „წითელი ხიდის“ გავლით შედიოდა ბაქოში და ა.შ. როგორც ჩანს ორი სტრატეგიული მეკავშირის სპეცსამსახურების დონეზე ყოველგვარი შესაძლო გაუგებრობა თუ არაკოორდინირებული მუშაობა წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ვხედავთ, როგორი წარმატებული ოპერატიულობით ხდება უკვე ზედიზედ მეორედ, ევროპისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ჰეროინის პარტიის (200 და 250 კილოგრამი) სწორედ აზერბაიჯანიდან შემოსულ ტრაილერებში აღმოჩენა - რაც დიდი ალბათობით ორი ქვეყნის უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგია. დღეს საქართველოსაც შეუძლია ცხელ კვალზე წარმატებულად ჩატარებული ოპერაციების გამოცდილება გაუზიაროს თავის აზერბაიჯაბელ კოლეგებს. ვერ „მოვინელეთ“ ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ. დღეს მშვიდობის და სტაბილურობის მტრების სამიზნე, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ცალკეული ქვეყნები - არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაა. და ამ გამოწვევების წინაშე - სპეცსამსახურების არაკოორდინირებული მუშაობა და დაგროვილი გამოცდილების არგაზიარება ერთმანეთში - დანაშაულებრივი ფუფუნებაა. ამ კუთხით ალი ნაგიევის ვიზიტი მამუკა მდინარაძესთან - იმედის მომცემი ფაქტია“, - წერს ქართველიშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|