რეზონანსი
25.10.2025

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებას ეხმიანება, რომლის დროსაც უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე 2 კილოგრამი ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დააკავეს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კრიმინალისა და უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში უკომპრომისოა.

მისივე შეფასებით, ოპერაციის წარმატება ხაზს უსვამს სუს-ის მაღალ პროფესიონალიზმს. მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან არა მხოლოდ შიდა უსაფრთხოების, არამედ საერთაშორისო რისკების ეფექტურად მართვისთვის.

„ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა ოპერაციამ, რომლის დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე 2 კილოგრამი ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დააკავეს, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კრიმინალისა და უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში უკომპრომისოა. აღსანიშნავია, რომ ოპერაცია არ არის მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის, მისი შედეგები საერთაშორისო თვალსაზრისითაც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან არავინ იცის ურანი სად რა მიზნით გამოიყენებოდა, მაგრამ ფაქტია ურანის მყიდველები კეთილშობილური მიზნით არ მოქმედებდნენ...

ოპერაციის წარმატება ხაზს უსვამს სუს-ის მაღალ პროფესიონალიზმს, აღნიშნული შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან არა მხოლოდ შიდა უსაფრთხოების, არამედ საერთაშორისო რისკების ეფექტურად მართვისთვის.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას საფრთხე არ ემუქრება. ერთადერთი რეალური საფრთხე დღეს კრიმინალმა უნდა იგრძნოს, რადგან სუსი მოქმედებს უკომპრომისოდ, მაღალ სტანდარტებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით, რათა ნებისმიერი უკანონო, ქვეყნის უსაფრთხოების წინააღდეგ მიმართული მოქმედება უმოკლეს დროში იყოს აღმოფხვრილი.“ - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×