
ტრაგედია დატრიალდა თბილისში. 26 წლის ახალგაზრდა მოკლეს. გიგა ავალიანს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს. შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად ჯგუფიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. სამწუხაროდ ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის დღეს დაიღუპა.
"გიგა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ძალიან კარგი და ჭკვიანი ბიჭი, როგორც ვიცით, პოლიციას უკვე ჰყავს ამ საქმეზე დაკავებული. ამბობენ, რომ გოგოს გამო მოხდა ყველაფერი. ვიცი, რომ სამი პირი დახვდა სადარბაზოსთან, მათ შორის თავად ის გოგოც. თავში ჩაარტყეს რაღაც გიგას, მთელი ეს პერიოდი კლინიკაში იყო, საშინელება ხდება" - უყვებიან "ამბებს" ახლობლები.
"არაჩვეულებრივი, გონიერი, ზრდილი ბიჭი, გიგა ავალიანი შეეწირა თავხედი გოგოს ქარაფშუტობას, რომელმაც აეჭვიანა შეყვარებული, მის გასაღიზიანებლად გამოიყენა გიგა, რომელთანაც მათემატიკაში ემზადებოდა. სამნი დახვდნენ გიგას და სიცოცხლეს გამოასალმეს ეს მზესავით ბიჭი, ბიჭი, რომელიც ნამდვილად გამოადგებოდა ქვეყანას, რომელიც ფერებით და სულის ბერვით გაზარდა არაჩვეულებრივმა დედამ, რომელიც ახლა განადგურებულია" - წერს ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.
ას წერს მოკლული ბიჭის დედა?
"ნ.ი-მ (რედ: გოგონას ვინაობას შეგნებულად არ ვასაჯაროებთ) (16 წლის) ამ მიმოწერით (ავრცელებს ვიდეო სქრინს, გიგა ავალიანსა და ნ.ი-ს შორის) აეჭვიანა შეყვარებული ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არასრულწლოვანი) და ნ.ი.-სთან ერთად დაგეგმა მკვლელობა. ნ.ი-მ ზუსტად აჩვენა, სად შეეძლებოდათ ენახათ გიგა, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად უთვალთვალებდნენ, მაგრამ რადგან ჩემთან ერთად დადიოდა ვერ მოკლეს, ნახეს ხელსაყრელი მომენტი, აედევნენ სახლამდე და ბნელ ადგილზე მოკლეს".
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, დაკავებულია ერთი პირი.
ambebi.ge