რეზონანსი
26.10.2025

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სას­ტი­კად არის მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი. მას გიგა ავა­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის დღეს და­ი­ღუ­პა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი დახ­ვდა, მათ შო­რის 16 წლის გოგო. და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი "გი­გას­თან მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა", რა­საც ქა­ლის თქმით, ჩა­საფ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ა.გ. და­ა­კა­ვეს.

უმ­ძი­მე­სია მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­დის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა:

"გა­ავ­რცე­ლეთ, 16-17 წლის ბავ­შვებ­მა მო­მიკ­ლეს შვი­ლი, თუ არ და­ი­ჭი­რეს, ხვალ თქვენ შვი­ლებს მოკ­ლა­ვენ. ჯგუ­ფუ­რად მოკ­ლეს. შეც­ვა­ლეთ კა­ნო­ნე­ბი, მკვლე­ლე­ბი არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი" - ამ­ბობს მი­მარ­თვა­ში ეკა კუპ­რა­ძე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ.

გიგა ავა­ლი­ან­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი უჭირთ მის ახ­ლობ­ლებს. გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდას დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, მუ­შა­ობ­და მას­წავ­ლებ­ლად, ასე­ვე სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე და ექი­მო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საზარელ შემთხვევას უამ­რა­ვი გამოხმაურება მოჰყვა:

"სამ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სი­ცო­ცხლე წა­არ­თვა ჩემს მას­წავ­ლე­ბელს - გი­გას, რო­მე­ლიც ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო".

"შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მო­მა­ვა­ლი ექი­მი გა­მოგ­ვაკ­ლდა, ჩვენ ხელ­ში გაზ­რდი­ლი ვაჟ­კა­ცი, ჩვე­ნი გიგა ავა­ლი­ა­ნი... ჩვენს ეკას რამ­დე­ნი რამ გა­დახ­და თავს, მაგ­რამ მა­ინც მედგრად ედგა თა­ვის შვი­ლებს, და­აფრ­თი­ა­ნა, გა­მო­ზარ­და სა­უ­კე­თე­სო ვაჟ­კა­ცე­ბი. ახლა კი რა­ღაა მისი სი­ცო­ცხლე... გული მიკ­ვდე­ბა მისი ჯავ­რით".

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×