რეზონანსი
26.10.2025

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც ოჩერეტინსკის მონაკვეთზე მოქმედებენ, კონტროლი აღადგინეს კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე - კუჩეროვ იარსა და სუხეცკოეზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უწყების ცნობით, 2025 წლის 21 აგვისტოდან ამ მიმართულებაზე ვითარება სტაბილიზებულია - დაბრუნებულია კონტროლი 9 დასახლებულ პუნქტზე, ხოლო კიდევ 9 ადგილი გაწმენდილია მტრის დივერსიული ჯგუფებისგან.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ პოკროვსკო-მირნოგრადის აგლომერაციისა და პოკროვსკის მიმართულების ოჩერეტინსკის მონაკვეთზე ვითარება კვლავ რთულია.

მათი ინფორმაციით, მტერი რაოდენობრივ უპირატესობას ფლობს და აგრძელებს შეტევით ოპერაციებს, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს, ატარებენ საძიებო-სატყუარა და შტურმულ მოქმედებებს და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.

გენშტაბის მონაცემებით, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ძალებს 185.6 კმ² ტერიტორია აქვთ გათავისუფლებული და 243.8 კმ² გაწმენდილი დონეცკის ტერიტორიაზე, პოკროვსკის რაიონში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×