
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკო ჯურიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი მზად არის, უმასპინძლოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
ტელეარხ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სერბეთის უპირატესობა კონფლიქტის ყველა მხარესთან მეგობრული ურთიერთობებია.
„ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ვეცადოთ, საჭიროების შემთხვევაში ან ინტერესის არსებობისას, ჩავატაროთ ნებისმიერი მოლაპარაკება... თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს საშინელი ტრაგედია, რომელმაც ამდენი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია", - განაცხადა ჯურიჩმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„სერბეთი მხარს უჭერს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს გაეროს მიერ დადგენილ საზღვრებში", - დასძინა მან.