რეზონანსი
26.10.2025

 მკაფიო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის - ასე აფასებს მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ საზოგადოების მხარდაჭერას.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ამას ადასტურებს.

"26 ოქტომბრის შემდგომ ძალიან ბევრი საუბრობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მინიმუმ, რომ თურმე 300-400 ათას ხმამდე გაყალბდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ვერ დაამტკიცეს, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არც ჰქონდა და ბუნებრივია, არ აქვს პარლამენტს ლეგიტიმაციის.

ამ 1 წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს წინსვლას ყველა მიმართულებით და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიც აგრძელებს ლეგიტიმურ მუშაობას", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×