რეზონანსი
26.10.2025

 მკაფიო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის - ასე აფასებს მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ საზოგადოების მხარდაჭერას.

"საქართველომ გააკეთა ომსა და მშვიდობას შორის, სტაბილურობასა და დამხობას შორის, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის ძალიან მკაფიო არჩევანი. უპრეცედენტოდ მაღალი იყო წინა წელს მოსახლეობის მონაწილეობა არჩევნებში და 54%-ზე მეტმა დააფიქსირა მათი არჩევანი და ნდობა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ახორციელებს ხალხზე ორიენტირებულ და მზრუნავ პოლიტიკას.

რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანა განაჩენი, არამედ ასევე უპასუხისმგებლოდ მოექცა მის პირად ამომრჩევლებსაც კი," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×