
ჯერ ძირითადი შემადგენლობა რა იყო და ახლა ამ სიის სათადარიგო შემადგენლობა შემოდის პარლამენტში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლაზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული სიტუაცია ცალსახად სასაცილოა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე ბერდია სიჭინავასგან სოციალურ ქსელში მინაწერით გაიგო ამ თორმეტეულმა, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შემოსულიყო, უფრო სწორად პოლიტიკური შატალო უნდა დაესრულებინა. ესეც აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ამ პარტიაში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ.
გახარიას და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის არის ტოლობის ნიშანი. ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა, როდესაც მათ საკრებულოებში კოალიცია შექმნეს. საკონსტიტუციო სარჩელთანაც არის კავშირში მათი პატრონების მხრიდან გახარიების პარლამენტში ამოქმედების და არა შემოყვანის საკითხი", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.