
„გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველის ე.თევდორაძის ღია ჩვენებით სასამართლოზე), რუსებზე (გაზპრომისთვის) ბიზნესის მიმყიდველები დიდ ფულად, ს.მოლაშვილის ღია ჩვენებით პატიმრების წამებაში მხილებული ბოკერია, ყველა ოპო პროცესის დამშლელი“, - წერს პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილს და გიგა ბოკერიას ხალხმა პოლიტიკური უარი გამოუცხადა და არჩევნებში გაანულა.
"გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველის ე.თევდორაძის ღია ჩვენებით სასამართლოზე), რუსებზე (გაზპრომისთვის) ბიზნესის მიმყიდველები დიდ ფულად, ს.მოლაშვილის ღია ჩვენებით პატიმრების წამებაში მხილებული ბოკერია, ყველა ოპო პროცესის დამშლელი…
გამოუცხადეთ მათ პოლიტიკური უარი, ხალხმა ისინი გაანულა არჩევნებში, მაშ ვინ “აცოცხლებს” მათ ხელოვნურად ნუთუ რთული მისახვედრია???
ბოკერია იყო, ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი, მასთან ამ ოცნების ხელისუფლებას კითხვაც კი არ დაუსვამს მიუხედავად პატიმრების თუ მაშინდელი უფლებისდამცველის ღია ჩვენებებისა!
ეს ხელისუფლება ანგარიშს რომ არ უწევს დასავლეთს ვხედავთ, ამიტომ იმის ფიქრი, რომ ეს ცოლ-ქმარი, ანუ ბოკერია-ჩერგო დასავლეთისგან არის დაცული, სიცრუეა, ტყუილია ( ჩერგოს ჭორია), გაზპრომისთვის ბიზნესის მიმყიდველი, რომელსაც პასუხს არაფერზე სთხოვენ (კითხვასაც კი არ უსვამენ) მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ბოკერია, როგორ ფიქრობთ ვისი დაცვის ქვეშ არის ახლა?!
ფაქტია, რომ ამ “ოცნების” ხელისუფლების მიერ უარყოფილი დასავლეთის დაცვის ქვეშ არა! ეს ფაქტია!" - წერს ჩარკვიანი.