
ტრაგედია პოლონეთში - ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი 29 წლის ნიკა ნაპოვნიშევი, წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის. ნათესავების ინფორმაციით, ავარია ორი დღის წინ, ქალაქ ვზდუვ-კოლონიაში მოხდა.
ახალგაზრდა კაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. მძღოლი ასევე საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ჩაფიჩაძეა. მათი მანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე ჯერ ბარიერებს, შემდეგ კი “ვოლვოს” მარკის ჯიპს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ნიკა ნაპოვნიშევის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების საკითხის მოგვარებას ცდილობენ. ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთის სამართალდამცავი უწყებები შემთხვევის გარემოებებს იკვლევენ.
წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან