რეზონანსი
27.10.2025

თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბურუნდება - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალეკო ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური გეგმავს მედიის შეკითხვებს უპასუხოს და "ყველა კითხვას გასცეს პასუხი": 

"მე როგორც ვიცი, აუხლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თავად თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თქვანს შეკითხვებს. აქიდან გამომდინარე მასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. ალბათ, აპირებს ინტერვიუს მიცემას. ის ბრუნდება საქართველოში და არც არასდროს აპირებდა ქვეყნის დატოვებას. იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე არ ინფორმაციაც მაქვს ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება და თავად გასცემს პასუხს ითხვებს"- განაცხადა ახვლედიანმა. 

კითხვაზე ხომ არ სთხოვდნენ თორნიკე რიჟვაძეს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, ყოფილი მაღალჩინოსანი ასე პასუხობს: 

"არ ვიცი, მე არ მაქცს ინფორმაცია, რომ მასთან ვინმეს კორუფციასთან დაკავშირებით აქვს ან ჰქონდა კითხვები. მე მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია. თორნიკე რიჟვაძემ [არ იცოდა კორუფციის თემაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ] მაშინ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობდა. მე როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არ არის დაწყებული"- დასძინა ახვლედიანმა. 

ცნობისთვის, გამოძიება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 7 ივლისის ღამეს თორნიკე რიჟვაძემ სწორედ მის სახლში, მისივე კუთვნილი იარაღიდან სცადა თვითმკვლელობა. ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×