რეზონანსი
27.10.2025

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალური ერევანი მზადაა სომხეთის გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით სატვირთო მანქანების ტრანზიტი უზრუნველყოს.

„სომხეთი მზადაა დღეიდან თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით საავტომობილო ტრანსპორტით ტრანზიტული ტვირთბრუნვა უზრუნველყოს, რადგან მოცემულ მომენტში ჩვენთვის მხოლოდ ეს ინფრასტრუქტურაა ხელმისაწვდომი“, - თქვა ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შემდგარი ფაქტია, და ორივე ქვეყანამ „მოცემულ რეალობაში ცხოვრება უნდა ისწავლოს“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ბაქომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×