რეზონანსი
27.10.2025

აბსოლუტურად ტყუილი სათაურით, საზოგადოების მოტყუების ცდილობდნენ, თითქოს უცხოეთიდან მიღებული თანხები აქ მსხვერპლებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ყველაფერი არის აბსურდი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტის მიზნობრიობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ საფარქვეშ უცხოეთიდან მიღებული თანხები, რეალურად რადიკალიზმის გაღვივებას ხმარდებოდა.

„ეს ყველაფერი კიდევ კარგად იქნება გამოძიებული და უკეთესად გაეცემა საზოგადოების კითხვებს პასუხი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

„იმედის კვირის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ევროკომისიისგან „ჯისიარტში“ ფულადი ტრანში მაისსა და აგვისტოში განხორციელდა - ჯამში 868 990 ევრო.

„იმედის კვირის“ ინფორმაციით და გაშიფრული ტრანზაქციების მიხედვით ევროკომისიის პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტი, ანუ 2 650 660 ლარი 11 ორგანიზაციაზე განაწილდა.

ფონდმა „ინდიგომ“, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მხარდამჭერია, მიიღო 56 706 ლარი.

„საიას“, რომელიც აქციის მონაწილეებს უწევს იურიდიულ დახმარებას, „ჯისიარტისგან“ 182 868 ლარი ჩაერიცხა.

ალექსანდრე ზიბზიბაძის დაფუძნებულ მომავლის აკადემიას - 15 472 ლარი.

ბაია პატარაიას „საფარზე“ გაიცა „ჯისიარტის“ გავლით ევროკომისიის გრანტიდან ყველაზე დიდი თანხა - 223 624 ლარი.

ლადო მკერვალიშვილის „უფლებები საქართველოსთვის“, რომელიც ასევე აქციის მონაწილეების უფლებებს იცავს, დაფინანსდა 182 899 ლარით.

უჩა ნანუაშვილისა და თამარ ხიდაშელის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს 15 494 ლარი ერგო ევროკომისიის გრანტიდან.

ქვიარ ასოციაცია „თემიდამ“ კი, რომელიც ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვაზე მუშაობს 212 640 ლარი მიიღო.

თამთა მიქელაძის სოციალური სამართლიანობის ცენტრს „ჯისიარტიდან“ 173 644 ლარი ერგო. ორგანიზაცია ასევე აქციის მონაწილეების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

კიდევ ერთ ორგანიზაციას - „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ჩაერიცხა 173 644 ლარი.

მედიის ინსტიტუტმა, რომლის ძირითადი საქმიანობა აქციებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და სოციალურ ქსელებში ადამიანების დაბულინგებაა, ჯამში 183 261ლარი მიიღო.

მარნეულის „დემოკრატ ქალთა საზოგადოებას“ ჩაერიცხა 13 892 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×