რეზონანსი
27.10.2025

 მმართველი გუნდი წინა არჩევნებზე საკუთარი ამომრჩევლისთვის მიცემულ დაპირებას ასრულებს და "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული პარტიების და პირების საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელის დეტალებს განმარტავს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რომელი პარტია ან პარტიები ან რომელი ინდივიდები შევლენ ასაკრძალთა სიაში.

აღნიშნულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა. მისი თქმით, სარჩელის საბოლოო ვერსია შეჯერებულია და მყარი არგუმენტებით არის გამყარებული.

"დღის პირველ ნახევარში იქნება ბრიფინგი, რომელსაც ბატონი შალვა პაპუაშვილი ჩაატარებს და რომელიც იქნება ძალიან დეტალური. ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა დღეს და მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. ყველაფერი შეჯერებულია, საბოლოო ტექსტი გამზადებულია. ხვალინდელი განცხადების შემდეგ, სარჩელი შეტანილი იქნება.

ძალიან მყარი იქნება ჩვენი სარჩელი, გამყარებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×