|

ევროკავშირი დღეს ურთულეს პერიოდს გადის. ევროპარლამენტის ბიუროკრატია მთლიანად დამოკიდებულია „დიფ სთეითზე“, ბრმად ასრულებს მის დავალებებს, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის შესახებ სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია უსამართლოდ გვექცევა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ გაფართოების ანგარიშში, რომელიც სიცრუეზეა აგებული.
„ევროკავშირი დღეს ურთულეს პერიოდს გადის. ევროპარლამენტის ბიუროკრატია მთლიანად დამოკიდებულია „დიფ სთეითზე“, ბრმად ასრულებს მის დავალებებს, რაც არ უნდა აბსურდული იყოს ის, მაგრამ ამ ქვეყანაზე არაფერია მუდმივი, ასე რომ არც ურსულა ფონ დერ ლაიენი და არც კაია კალასი იქნებიან მუდმივად ევროპარლამენტში. ყველა ვხედავთ თუ როგორ უსამართლოდ გვექცევა ევროპული ბიუროკრატია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ გაფართოების ანგარიშში, რომელიც სიცრუეზეა აგებული. ბრიუსელი ცდილობს არ დაინახოს ის პროგრესი, რითაც საქართველო წინა რიგებშია. მიუხედავად ასეთი ზეწოლისა, ჩვენი ქვეყანა კვლავ განაგრძობს მზადებას ევროკავშირის წევრობისთვის და ამაში ვერც ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვერც ბრიუსელის ბიუროკრატია ხელს ვერ შეუშლის“, - წერს ფოჩხუა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|