|

2020 წლიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოური ძალების სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა შარლ მიშელის შეთანხმებით სუვერენიტეტის შემცირების მცდელობა იყო; მაშინაც, როდესაც ტყუილის აშკარად სიმართლედ გასაღების მცდელობა იყო, პარალელური დათვლის შედეგებს ვგულისხმობ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„2022 წლიდან, მაშინ, როცა ომი დაიწყო, ჩვენს ქვეყანაში უცხოური სპეცოპერაცია და უცხოური აგენტურა მოქმედებდა იმისთვის, რომ ხელისუფლება დაემხოთ. რევოლუციის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. ალეკო ელისაშვილის ტყუილები თუ ქვეცნობიერის სააშკარაოზე გამოტანა საინტერესო არ არის. როცა პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის არ ემზადებიან და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, ამ ჭრილში ორი რაღაცაა – ან მათ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რას ნიშნავს პოლიტიკა, ან ისინი გარედან მიღებულ ბრძანებებს ასრულებენ. კარგად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიციის ცალ-ცალკე პარტიებად დაყოფა რატომ იყო დადგმული – სცენარი იყო იმისთვის, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ. დღეს ახალი დავალება მიიღეს, რომ სხვადასხვა რიტორიკა ჰქონდეთ, ვითომ სხვადასხვა არიან“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|