რეზონანსი
10.11.2025

პარლამენტის ყოფილი წევრი, ნაცმოძრაობის მხარდამჭერი მეგი გოცირიძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

,,როცა ბუკა პეტრიაშვილი ახალგაზრდების მარშსს შეუერთდა, ახლად გარდაცვლილი შვილის გამოსახულებიანი მაისურით და თქვა: „მე ჩემი შვილის ნაცვლად ვარ აქ “-ო, დასრულებული არ ჰქონდა ფრაზა, რომ მაისური შემოახიეს ხიხოს ძაღლებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაიჭირეს, 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, მაშინ დავწერე, რომ ამას ღმერთი არ შეგარჩენ-მეთქი და რამდენიმე კვირაში, ერთ-ერთი მოძალადის 22 წლის შვილი ზედოზირებით მოკვდა და რამდენი ასეთია ვინ მოთვლის, როცა შვილები აგებენ მშობლებისა და წინაპრების ცოდვებზე პასუხს… მე არ მიმაჩნია სწორად ასეთი განაჩენები, მაგრამ მე ვინ მკითხავს ბუმერანგის ავან-ჩავანს, ვინც ბუნების კანონების ნაცვლად ხიხოს კანონებს ემორჩილებით, გეშინოდეთ, გეშინოდეთ და ელოდეთ ღვთის რისხვას!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×