
ნოდიკო ტატიშვილი 7 ნოემბერს პირველი შვილის მამა გახდა. ახალშობილს კესანე დაარქვეს. მომღერალმა 2-წლიანი ურთიერთობა ისე დამალა, რომ ყვითელ პრესაში რომანის შესახებ არაფერი დაწერილა. ნოდიკო ტატიშვილმა რჩეულის შესახებ გამოცემასთან „ზმნა“ პირველად ისაუბრა:
„დავრწმუნდი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე და თათია სიხარულისგან გადარეულები ვართ. ენით აუწერელი წუთები გამოვიარეთ ორივემ, როცა ჩვენი კესანე დავინახეთ.
საოცარი გოგოა ჩემი თათია, თბილი, კეთილი, დაფოფინებს კესანეს. ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა და გამოგვივიდა კიდეც.
პრაქტიკულად ოჯახის წევრებმა და ძალიან ვიწრო წრემ იცოდა ჩვენი ამბავი და ვაფასებთ მათ ერთგულებას, რომ არ გათქვეს ჩვენი საიდუმლო.
თითოეულ ადამიანს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა მოლოცვისთვის და ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის“, - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე