
ცნობილმა შეფმზარეულმა ლუკა ნაჭყებიამ პირად ცხოვრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ცოლს დაშორდა და ამაში დიდწილად საკუთარი თავი დაადანაშაულა. ნანკა გვარის პოდკასტში "მარტოობის 15 წუთი“ შეფმზარეულმა დაადასტურა, რომ პირადი ცხოვრების აწყობა არ გამოსდის: "მაგაზე მე და ჩემმა ფსიქოლოგმა ბევრი ვიმუშავეთ და ვერსად მივედით... პირად ცხოვრებაში იმდენად არ ვვარგივარ, რომ მაგაზე საერთოდ ხელი მაქვს ჩაქნეული“.
"გინახია კარიერისტი, რომელსაც კარგი, ჯანსაღი პირადი ცხოვრება აქვს?“ - დასძნა ნაჭყებიამ.
თავის ცუდ თვისებებზე საუბრისას მზარეულმა ასეთი რამ თქვა: "ყველაფერი მივიღე ჩემს თავზე რაც მაქვს. ყველაფერთან ვარ "ოქეი“ ანუ მივხვდი, რომ შეცვლით მაინც და მაინც დიდად ვერ შევიცვლები. ზოგადად, 30-ს გადაცილებული ხალხი არ იცვლება“.
ლუკა ნაჭყებიას მეუღლე ანუკა ჯორბენაძე იყო. მათ ერთი საერთო შვილი, ანიტა ჰყავთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე