რეზონანსი
11.11.2025

ნანუა გულუამ ორსულობის შემდეგ მან წონაში საგრძნობლად მოიმატა, რაც თავად მსახიობს აწუხებს და ამ თემაზე ხშირად საუბრობს. მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანთან გადამხდარი ამბავი მოჰყვა:

„კიდევ კარგი, რომ მენტალურად ძლიერი ვარ და ამხელა მიზეზი მაქვს წონაში მატების, თორემ ამას მართლა ვერ გადავიტანდი.

ქალი ზის და მეუბნება: ვაიმე, რამხელა ხარ, გენაცვალე. აბა, რომ თქვი, ვდიეტობო? პირზე დამადგა. ვუთხარი, ჰო, ვდიეტობ, ჯერ მაინც ცოტა დრო გავიდა, 5 თვის არის კირა და ასე უცებ ვერ გავხდებოდი-მეთქი. ხო, მიდი, მიდი, თორემ ძალიან დიდი ხარო, კი ლამაზი ხარ, მაგრამ ძალიან დიდიო.

გამოვიარე, წამოვედი და მინდოდა, რაღაც ჩამეცხო, მაგრამ ათას გიჟს რა პასუხი გავცე. გამოვცდი და ვიღაცებს ეუბნება, რა ვიცი, ამბობს, რომ ვდიეტობო და ამას დიეტის არაფერი ეტყობაო.

ხალხო, მესმოდა ეს სანამ მანქანაში ჩავჯექი. გამანადგურა!“, - ამბობს ნანუკა გულუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×