|

„საზოგადოებამ არ იცის რაზეა საუბარი. მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ოპოზიციაში ამ შავრაზმული ნარატივის გამოყენება ხდება და ამ სენტიმენტებზე კაპიტალიზაციის მცდელობაა, რომ არაბები ჩამოვლენ და წაგვლეკავენ“- ამის შესახებ „ლელოს“ ყოფილმა წევრმა საბა ბუაძემ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.
საბა ბუაძე თვლის, რომ ხუთი და ათი ათასი არაბის დროებით შემოსვლა ვერანაირ არაბიზაციას ვერ მოახდენს და ტყუილს და სრულ სისულელეს უწოდებს მსგავს მოსაზრებას.
„მე ეს მგონია ტყუილი, სრული სისულელე და აბსოლუტურად არასწორ ადგილზე დასმული ნიშანი. ვერანაირი არაბიზაცია ვერ მოხდება ერთი და ორი უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტით იმიტომ, რომ 5 და 10 ათასი არაბის თუნდაც, დროებით საქართველოში შემოსვლა ვერანაირ არაბიზაციას ვერ მოახდენს. გულწრფელები უნდა ვიყოთ. არ ვთვლი რომ მათი კომპაქტურად დასახლების რისკი არსებობდეს. არც ისაა პანაცეა რომ მაინც და მაინც 10 ათასი არაბი დასახლდება, დუბაიში რომ ნახოთ, უძრავი ქონების ბუმი არის და დუბაიში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ერთი მილიონი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე“- განაცხადა საბა ბუაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|