|

„ჩიხურია სიტუაცია. პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსასული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, რომელშიც შევიდა, რომელშიც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა და ეს მოსალოდნელიც იყო“ - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკის დაბრუნება წარმოუდგენელია და აქვე აცხადებს, რომ ახლა მათ „ორგანიზაციის კრიზისი“ აქვთ.
„დღეს ბევრად უფრო ფრუსტრირებულია საზოგადოება. პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკის დაბრუნება წარმოუდგენელია. მარტო პროტესტი ამას თავისთავად ვერ იზამს. პროტესტი არის საზოგადოებრივი ნება, ამის გამოხატულება უნდა იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია. ორგანიზაციის კრიზისი გვაქვს ახლა ჩვენ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ითავოს ან გაერთიანება, ან ერთობა, ან ფლაგმანი იყოს, ლოკომოტივი იყოს, მაღალი ნდობა ჰქონდეს, ამის კრიზისი გვაქვს და მე ასე ვუყურებ, რომ დღეს პარტიული პოლიტიკის მიღმა უნდა დავინახოთ პროცესი. ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. შესაძლებელია მოგვიწიოს გასვლა უსამართლო არჩევნებში და ეს არჩევნები ბრძოლის ახალ ველად უნდა ვაქციოთ, რაც არ გამოვიდა 4 ოქტომბერს და სამწუხაროდ, მცდელობებიც არ იყო საკმარისი. 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ შედეგი დადო ისეთი, როგორიც დადო იმიტომ, რომ პრაქტიკულად დაამარცხა ყველა მიმართულება“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|