|

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით. "გადაწყვეტილებები შეეხება სამ საჩივარს, სადაც მომჩივნები დაობდნენ, თითქოს მათ მიმართ წარმოებულ საქმეებში უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე არ იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. თუმცა, ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები და სამივე საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოსამართლეების უვადო წესით გამწესება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური და ფუნქციონალური გაძლიერება, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების დახვეწა და კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მეშვეობითაც უფრო გამჭვირვალე და თანამედროვე გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესების წესი. ერთ-ერთი საჩივარი - ,,ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ", შეეხებოდა საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს. ამ საქმეში მომჩივანი დაობდა, თითქოს მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე იყო მის მიმართ უსამართლო, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეკითხა მოწმეები. თუმცა, ამ საკითხზეც ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და მიიჩნია, რომ ეს პრეტენზია იყო იმდენად დაუსაბუთებელი, რომ არსებით განხილვას არც კი საჭიროებდა",- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|