|

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომ გაუქმდეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.
ნიკოლეიშვილის თქმით, თუ ტრამპი რეალურად აპირებს ამ გადაწყვეტილებების ანულირებას, პირველ რიგში საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
“ტრამპის გაბლარულ და ცოტა სასაცილო მესიჯებს, მართალია, დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ, რადგან დიდი ხანია დავკარგე რწმენა - რომ ის რეალურად ებრძვის "დიპ სტეიტს", მაგრამ თუ გსურთ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ ჩემს სკეპტიციზმში, მარტივ ტესტს გთავაზობთ. თუ პრეზიდენტი ტრამპი მისი წინამორბედის გადაწყვეტილებათა 92% - ის ( ან ეს პროცენტი საიდან გამოიყვანა ) ანულირებას აპირებს, პირველ რიგში საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. სასწრაფოდ გააუქმოს დაწესებული სანქციები, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც 1 გრამი საფუძველი არ აქვს. სხვა შემთხვევაში ეს საუბარი ისეთივე ბლეფად დარჩება, როგორც აქამდე მისი არაერთი ლაილაი...” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|