რეზონანსი
07.12.2025

ლევან მახაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „კამიტის“ საქმეზე გამოძიების შედეგებს ეხმაურება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალური ჯგუფები, უცხოეთში დაგეგმილი სქემებით საქართველოში შიშის და დაპირისპირების კერების გაჩენას ცდილობენ.

„გამოძიებამ უკვე დაადასტურა, რომ ეს იყო უცხოეთში კარგად დაგეგმილი და საქართველოში რადიკალური ჯგუფების, ე.წ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული საინფორმაციო ტერორიზმი. ეს იყო რეალურად, საკუთარი მოსახლეობის ამ ტყუილებით მოწამვლა, რომლის მიზანიც იყო ბრაზისა და მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და კარგია, რომ ამ რამდენიმედღიან ტყუილს აეხადა ფარდა. საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ იყო შემსრულებელი და ვინ იყო ამ პროცესის იდეის ავტორი. ამ ყველაფრის მიზანი იყო მოსახლეობაში უმწეობის, შიშის, ხელისუფლების მიმართ მღელვარებისა და სიბრაზის გამოწვევა და აი, ამ ფონზე ისევ დაპირისპირების კერების გაჩენა საზოგადოებაში. ეს არ არის პირველი, ბევრჯერ სცადეს“, - განაცხადა მახაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულთა კატეგორიას, - ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდეგ მიაწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×