რეზონანსი
07.12.2025

უკვე 25 წელია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყანაში სამართლიანობის განმტკიცებას ემსახურება. ორგანიზაციამ იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

მათი თქმით, პრინციპები, რომლებზე დაყრდნობითაც მუშაობენ, უცვლელია. მიუხედავად პოლიტიკური დაბრკოლებებისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზადაა, გააგრძელოს საქმიანობა და დაეცვას მოქალაქეთა უფლებები.

25 წელი ხალხის სამსახურში! 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” უკვე მეოთხედი საუკუნეა დაუღალავად შრომობს ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის, ებრძვის კორუფციას და ხალხის ხარჯზე ჩინოვნიკების გამდიდრებას, გვერდით უდგას დაჩაგრულ ადამიანებს და იცავს მათ უფლებებს…

მადლობა მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლებს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ 25-წლიანი ისტორიის შექმნაში.

დღეს არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, გვჯერა, რომ სირთულეებს დავძლევთ. მადლობა მათ, ვინც გვაძლიერებს და პრინციპების ერთგულია. 

ჩვენი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და სამართლიანობისთვის უცვლელი რჩება! , - ნათქვამია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×