რეზონანსი
07.12.2025

საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას" პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის" ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის კრისტოფერ ლანდაუს განცხადებაზე, რომელიც ევროპის ქვეყნებს ეხებოდა.

„აშშ-ის საგარეო პოლიტიკა თვისობრივად იცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბიუროკრატია, რომელიც დღეს მართავს ევროკავშირს, მათი ღირებულებებიდან გამომდინარე, გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ხაზი მათი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ვინაიდან მათ აქვთ კონკრეტული ინტერესები, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, რომ გაზიარებული იყოს ეს ახალი მიდგომა - აშშ-ის მიერ წამოყენებული ინიციატივა. საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია", - განაცხადა გაბუნიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნები ბრიუსელს უფლებას აძლევენ, საკუთარი თავი თვითმკვლელობამდე მიიყვანონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×