რეზონანსი
08.12.2025

ვიდრე ამერიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ თავის დამოკიდებულებას შეცვლიდა, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შინაარსი შეიცვალა. ეს ორგანიზაციები იარაღად გადაიქცნენ ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, სადაც რუბიომ აღნიშნა: „ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა – არასამთავრობო ორგანიზაციებს“.

„პერფორმანსი, რომელსაც „ენჯეოები“ აჩვენებენ, იმ კეთილ იდეას არ შეესაბამება, რასაც ქვეყნების განვითარებისთვის დახმარება ჰქვია. მართვის და თან უხეში მართვის მექანიზმებად იქცნენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანებული საზოგადოება ადამიანების გუნდად გადაიქცა, რომელთა შემოსავალი ექსტრემიზმის განვითარებიდან ყალიბდება. ანუ, მათ პროფესიად იქცა ექსტრემიზმი, რევოლუციონერობა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელში აიღეს სისტემის მართვა. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება განპირობებულია არა პოლიტიკური გემოვნებით, არამედ იმ მძიმე რეალობით, რაც მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების სახეცვლილებამ გამოიწვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×