რეზონანსი
08.12.2025

"ქართული ოცნების" პარლამენტში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივაშია ნათქვამი.   

ამ კანონით გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს. 

ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პასუხისმგებელი პირის მიერ შეტანილ იქნეს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება," - ნათქვამია ცვლილების პროექტში.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ორგანიზატორებმა შსს მინიმუმ ხუთი დღით ადრე უნდა გააფრთხილონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×