რეზონანსი
08.12.2025

ევროპელ ლიდერებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთო პოზიცია შევაჯერეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში, ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ის, რასაც დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, უკრაინასა და ევროპას შორის ერთობა, ასევე ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთობაა", - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე „ამერიკულ მხარესთან დიპლომატიური მუშაობა დეტალურად განიხილა".

„უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის მნიშვნელობაზე საერთო პოზიცია შევაჯერეთ და შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. ასევე, ცალკე განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხი", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×