რეზონანსი
09.12.2025

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცი­ხი­დან ვრცელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"წე­რი­ლი რუს­თა­ვის კა­ლათ­ბურ­თის ცი­ხის ლი­გი­დან, მინ­და ცოტა გა­გა­ხა­ლი­სოთ, რად­გან ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ჯერ ვერ მო­ი­ცა­ლა, რომ ჩემ­თვის ცი­ხის კარი გა­ე­ღო, გა­დავ­წყვი­ტე მე თვი­თონ გა­გი­ღოთ ეს კა­რე­ბი და შიგ­ნით შე­მო­გი­პა­ტი­ჟოთ.

მოკ­ლედ, რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბა - ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტე­ლი­ტის და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი კლუ­ბი - welcome!

ყვარ­ყვა­რეს ციხე ძა­ლი­ან გა­და­ტე­ნი­ლია, მე შე­მიძ­ლია სამი წლის წი­ნან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ვა­და­რო. დე­რეფ­ნებ­ში მუდ­მი­ვი ტრა­ფი­კია. სახე-აჭარხლე­ბუ­ლი ბად­რა­გე­ბის რა­ცი­ი­დან მუდ­მი­ვად ის­მის ხმა - ამას­თან ად­ვო­კა­ტი მო­ვი­და, ის სა­სე­ირ­ნოდ ჩა­იყ­ვა­ნეთ, სხვა და­ა­ყოვ­ნეთ და ა.შ.რად­გან ბად­რაგს შე­ვე­ხე, აქ ისი­ნი იყო­ფი­ან ორ ძი­რი­თად კა­ტე­გო­რი­ად თვა­ლე­ბის მი­ხედ­ვით - შუ­შის­თვა­ლე­ბი­ა­ნე­ბად და თა­ნამ­გრძნობ-თვა­ლი­ა­ნე­ბად. და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­ზე არი­ან გა­ყო­ფი­ლე­ბი. ამ ორი­ვე კა­ტე­გო­რი­ას და ცი­ხის უფ­როსს შო­რის არის რე­ჟი­მის 2 უფ­რო­სი - 1 ბო­რო­ტი და 1 უფრო ადა­მი­ა­ნუ­რი.

ბო­როტ­მა თავი ჯერ კი­დევ 3 წლის წინ გა­მაც­ნო, როცა ჩემს მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მო­სუ­ლი ბუბა კი­კა­ბი­ძე ჩემ თვალ­წინ ცუ­დად გახ­და, ხოლო ამ ტიპ­მა ცო­ცხა­ლი თა­ვით ექი­მი არ შე­მო­უშ­ვა. შე­და­რე­ბით ადა­მი­ა­ნუ­რი სამ დღე­ში ერთხელ გვე­ცხა­დე­ბა და წვრილ­მან სა­კი­თხებს გვიგ­ვა­რებს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, თით­ქმის ყვე­ლა ვართ აქ ის ხალ­ხი ვინც ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­და და აქა­ო­და არ გე­გო­ნოთ, არ შეხ­ვე­დით და თა­ვი­სუფ­ლად ივ­ლი­თო, ჭორ­ვი­ლელ­მა აქ მო­უ­ყა­რა თავი, აქ არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე პერ­ფორ­მან­სის მომ­წყო­ბი, მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­ზეც სულ მახ­სენ­დე­ბა "აბა ყვა­ვე­ბის ვინ და­ი­ჭერს კარ­გო, გა­ლი­ა­ში ბულ­ბუ­ლე­ბი ზიან“.

ის ჩემს ქვე­მოთ იმ­ყო­ფე­ბა და რო­გორც ჩანს, არ ემ­ღე­რე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ ყო­ველ სა­ღა­მოს ქვე­მო­დან მოგ­ვეს­მის კა­ტის ჭყა­ვი­ლი, რომ­ლის ხმა­საც ჩემი კი­ე­ვე­ლი ფი­სოს (მი­შას) კნა­ვილს ვამ­სგავ­სებ. ჩემ­გან ერთი საკ­ნის იქით არის კაცი, რო­მელ­საც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად არ სურს ჩემ­თან 1 ჰექ­ტარ­ზე ყოფ­ნა, მაგ­რამ არ უჯე­რე­ბენ და ჩემ­გან 7 ნა­ბი­ჯში (სა­კუ­თა­რი ფე­ხით გა­დავ­ზო­მე) ამ­ყო­ფე­ბენ. ჩემს გვერ­დით სა­კან­ში ერთ დროს მა­ფი­ას­თან შე­უ­პოვ­რად მებ­რძო­ლი პრო­კუ­რო­რია, რო­მე­ლიც ჩემს მი­მართ სო­ლი­და­რო­ბას იმით გა­მო­ხა­ტავს, რომ როცა მე კა­რებ­ზე კა­კუ­ნით ბად­რაგს ვი­ძა­ხებ, და ბად­რა­გი არ მო­დის, ისიც იწყებს კა­კუნს, მად­ლო­ბა მურ­თაზ, მე ყო­ველ­თვის მეს­მის და ვა­ფა­სებ.

რო­გორც სტა­ლი­ნი იჭერ­და ძველ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებს, აქაც ჯურღმულ­ში იმ­ყო­ფე­ბა ძვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ჩე გი­ვი­რა (თარ­გა­მა­ძე) რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ში­შის ზარს სცემ­და შუა აზი­ის დიქ­ტა­ტო­რებს და ლუ­კა­შენ­კოს. ახლა კი ჩემი არ იყოს ოპუ­სებს წერს ცი­ხი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­ტი­ნას. დღე­ში ერთხელ ად­ვო­კატს ვხვდე­ბი და როცა ზოგ­ჯერ ვერ მო­დის, თავს იმ ბალ­ღი­ვით ვგრძნობ, სა­ბავ­შვო ბაღ­ში რომ არ მი­ა­კი­თხეს. გარ­და ამი­სა ყო­ველ­დღე ვმო­ნა­წი­ლე­ობ კა­ლათ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში. ტურ­ნი­რი ტარ­დე­ბა სე­ირ­ნო­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ ვო­ლი­ერ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 30 კვად­რა­ტულ მეტრში, სა­დაც ზე­მო­დან ჯერ გი­სო­სე­ბია და შემ­დეგ ცა.

თა­ვის დრო­ზე "ნორჩ დი­ნა­მო­ელ­ში“ ვთა­მა­შობ­დი, სა­დაც ლე­ვან ინწკირ­ვე­ლი მწვრთნი­და, შემ­დეგ კი­ე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნდში ბევრ აფ­რი­კელ სტუ­დენ­ტთან ერ­თად. ჰოდა ახლა და­ვუბ­რუნ­დი სიყრმეს და მე, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვე­თა­მა­შე­ბი და ვა­მარ­ცხებ აი იმ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს, ზე­ლენ­სკის რე­ფორ­მა­თა თავ­მჯდო­მა­რედ რომ მუ­შა­ობს, ყო­ველ­დღე ორ ნა­ხე­ვარ სა­ა­თი­ან ტა­იმს ვთა­მა­შობთ.

ერთი კია, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია უარს მე­უბ­ნე­ბა მედ­ლის გად­მო­ცე­მა­ზე, იმ მო­ტი­ვით რომ ბურ­თი სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ვო­ლი­ერ­ში ფარი არ ჰკი­დია, თა­ნაც ამ­ტკი­ცე­ბენ რომ ზე­ლენ­სკის წარ­მო­მად­გე­ნელს კი არა, სა­კუ­თარ თავს ვე­თა­მა­შე­ბი (ნუ შე­იძ­ლე­ბა არ ცდე­ბოდ­ნენ) ამი­ტომ ვა­პი­რებ კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გვერ­დის ავ­ლით, პირ­და­პირ FIBA-ში ჩი­ვილს, რომ თუ ჩემს სხვა დამ­სა­ხუ­რე­ბებს არ აღი­ა­რებთ, სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი მა­ინც და­ა­ფიქ­სი­რეთ თქვე უღ­მერ­თო­ე­ბო თქვე­ნა!

ვო­ლი­ერ­ში არის კი­დევ ერთი ბედ­ნი­ე­რე­ბა, მე, 4 წლის მზის უნა­ხავ­მა, რო­გორც იქნა და­ვი­ნა­ხე მზე. ნუ მთლად ასე ად­ვი­ლად არა, მზე ვო­ლი­ერს ისე უდ­გე­ბა, რომ უნდა ძა­ლი­ან გა­ი­ჭი­მო ფე­ხის­წვე­რებ­ზე, რომ შუბ­ლზე და თვა­ლებ­ზე მო­გა­ნა­თოს და კი­დევ თუ იხ­ტუ­ნა­ვებ, მთელს სა­ხე­ზე იგ­რძნობ. მოკ­ლედ მზე­თუ­ნა­ხა­ვი­დან გარ­და­ვიქ­მე­ნი - მზე­ზე მხტო­მა­რე არ­სე­ბად.

ტურ­ნი­რი­დან სარ­თულ­ზე ამოს­ვლი­სას უკვე გვა­რა­მი­ას საკ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (დე­რეფ­ნის და­სა­წყის­ში) დე­რეფ­ნის ბო­ლო­დან, სა­დაც ჩემი სა­კა­ნია, ცხვირ­ში მხვდე­ბა შემ­წვა­რი თევ­ზი­სა და ხახ­ვის მძაფ­რი სუნი, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი ნიუ-იორკში, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში რომ გა­მო­დი­ო­და, ჩი­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ოთა­ხე­ბი­დან. საქ­მე იმა­შია რომ ცი­ხის საკ­ვებ­ზე თა­ვი­დან­ვე უარი ვთქვი. ერ­თა­დერ­თხელ გა­მო­ვარ­თვი პური, რო­მელ­საც დმა­ნი­სის სა­მარ­ხებ­ში ნა­პოვ­ნის გემო ჰქონ­და და ვუკ­ვე­თავ საკ­ვებს ცი­ხის მა­ღა­ზი­ი­დან.

ოღონდ ეს მა­ღა­ზია თქვენ რამე რეს­ტო­რა­ნი არ გე­გო­ნოთ, თუმ­ცა რეს­ტო­რან­ზე ბევ­რად ძვი­რია. შეკ­ვე­თის მი­ღე­ბას 3-4 დღე უნდა და თან არ გქონ­დეთ ილუ­ზია რომ რა­საც შე­უკ­ვე­თავ იმას მო­გი­ტა­ნენ. მე მა­გა­ლი­თად წინა კვი­რი­ას შე­ვუკ­ვე­თე ქა­თა­მი და ამათ მო­მი­ტა­ნეს სკუმბრია. მერე ხა­ჭა­პუ­რი და ამათ მო­ი­ტა­ნეს მყრა­ლი გა­ყი­ნუ­ლი სტავ­რი­და. მერე ამ ყვე­ლა­ფერს ხო მომ­ზა­დე­ბა ხომ უნდა - ხოდა, შე­ვი­ძი­ნე თურ­ქუ­ლი ელექტრო ტაფა (რა თქმა უნდა, უხა­რის­ხო და ატ­კა­ტით ნა­ყი­დი - 150 ლარი ღირ­და). უკვე მე­სა­მე ტაფა შე­ვის­ყი­დე, ვი­ნა­ი­დან ამ ტა­ფის ჩარ­თვა უფრო საფრ­თხი­ა­ნია, ვიდ­რე პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მა.

წინა ორი ტაფა ამი­ფეთ­ქდა, ისე რომ შნუ­რი­დან ცე­ცხლი გა­მო­ვი­და, ხოლო სა­ხუ­რა­ვი ორ­ჯერ შე­მე­ყა­რა სა­ხე­ში წვრილ ნამ­სხვრე­ვე­ბად.

ხოდა, ვარ ასეთ გა­წა­მა­წი­ა­ში, მთე­ლი კედ­ლე­ბი წინა ტა­ფე­ბის ნარ­ჩე­ნებ­ში და შხე­ფებ­შია. მერე ამ ყვე­ლა­ფერს გა­რეხ­ვა უნდა და მე ჩემი გა­მო­უც­დე­ლო­ბით, მთე­ლი ორი კვი­რა ჭურ­ჭელს ტუ­ა­ლე­ტის სა­რე­ცხი "დო­მეს­ტო­სით" ვრე­ცხავ­დი, ხოლო ტუ­ა­ლეტს ჭურ­ჭლის სი­თხით. ტუ­ა­ლე­ტი რა თქმა უნდა თურ­ქუ­ლია, ხოლო თუ მუხ­ლებ­ზე პრობ­ლე­მა გაქვთ, მი­სით სარ­გებ­ლო­ბა ყო­ველ ჯერ­ზე ოლიმ­პი­ურ ას­პა­რე­ზო­ბას ემ­სგავ­სე­ბა.

ნუ ხომ კი­დევ ბად­რა­გის ოთახ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ის კაცი მომ­ხვდა თვალ­ში, თვა­ლებ­მო­ჭუ­ტუ­ლი, რო­მე­ლიც სწო­რედ ისაა ვინც სამი წლის წინ ამ ცი­ხე­ში საკ­ვე­ბი შე­მო­მი­ტა­ნა, რომ­ლის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ ერთი წელი სიკ­ვდილ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და დღემ­დე ვერ ვგრძნობ კი­დუ­რებს და უამ­რა­ვი სხვა და­ტო­ვე­ბუ­ლი სიმპტო­მი მაქვს. ხოდა და­ახ­ლო­ე­ბით შო­რი­ახ­ლოს ჩა­საფ­რე­ბულ ნი­ანგს ჰგავს ეს სი­ტუ­ა­ცია.

სხვა­თა შო­რის ბად­რა­გე­ბის ოთახ­ში მუდ­მი­ვად აქვთ ჩარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხე­ბი, ხოლო კვი­რის ბო­ლოს მთე­ლი ხმით აღ­რი­ა­ლე­ბენ "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათს“.

იმ დღეს სოფო მო­ვი­და, ყო­ველ­თვი­ურ ვი­ზიტ­ზე (ფან­ჯრის აქეთ-იქი­დან ვსა­უბ­რობთ ტე­ლე­ფო­ნით, რო­მე­ლიც სულ წი­ვის) და ვი­ნა­ი­დან მრა­ვა­ლი წე­ლია არც ამ­ღე­რე­ბენ და არც ფილ­მებ­ში იღე­ბენ, თავი უცებ ცი­ხე­ებ­ზე გა­და­ღე­ბულ უცხო­ურ ფილმში წარ­მო­იდ­გი­ნა, გრძე­ლი დე­რეფ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც გე­გო­ნე­ბა არ მთავ­რდე­ბა, გა­სა­ღე­ბე­ბის და რკი­ნის კა­რე­ბის ჩხა­კუ­ნით, ნა­ხევ­რად ბნე­ლი, მო­ქუფ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბით, მო­ღუ­შუ­ლი თან­მხლე­ბი ბად­რა­გით.

სო­ფოს ასე­ვე უცებ გა­ახ­სენ­და მრა­ვა­ლი წლის წინ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში“ თა­მა­ში, როცა მას, რო­გორც მრე­ცხავ ვარ­დოს, ცი­ხე­ში სვა­მენ შე­შის მო­პარ­ვის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით და ისე ამ ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ვე­ლი შემ­დე­გი დღე ცი­ხე­ში დიდი და­ნა­შა­უ­ლია მათი გა­მომ­კე­ტა­ვე­ბის. ეს ხალ­ხი ახლა სა­ო­პე­რო სცე­ნებს უნდა იპყრობ­დეს, ახალ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს იგო­ნებ­დეს, ახალ მე­დი­ებს ქმნიდ­ნენ, ნამ­დვილ პარ­ლა­მენ­ტში უნდა ის­ხდნენ - მოკ­ლედ ქვე­ყა­ნას რო­მელ­თაც ესე­ნი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ, უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. ხოლო და­ნარ­ჩენ პა­ტიმ­რებს ბევ­რად უფრო ადა­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა სჭირ­დე­ბათ. დი­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას დი­დე­ბა!" - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×