
არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან.
უმრავლესობის ლიდერი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ.
"როდესაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მათ ქმედებებს, განცხადებებს, მათ მიერ მიცემულ დავალებებს გადავავლებთ თვალს მათი აგენტურისთვის, არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ყველამ კარგად ვნახეთ რა ხდება უკრაინაში და რა პოლიტიკით დაიგეგმა ის ყველაფერი, რა მდგომარეობაშიც ახლაა. კარგად ვნახეთ რა სურვილი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მისამართით“, - აღნიშნა კირცხალიამ.
შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ. ახლა ანტონიუ კოშტა და კაია კალასი ირწმუნებიან, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან და რომ ჩარევა ცუდია. საქართველოს მაგალითი კი საპირისპიროს აჩვენებს. კალასის არაერთი განცხადებაა, რომლებიც სწორედ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ადასტურებს. პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში.