
ბრიუსელსა და თბილისს შორის დაძაბულობა ისევ გრძელდება, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი როტირიკა ამერიკას გზავნილებთან თანხვედრაშია, „ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკამ, ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა. როდემდე გასტანს საქართველოსა და ევროპას შორის დაძაბულობა და სად უნდა ვეძიოთ გამოსავალი, აქტუალური კითხვაა, რომელზეც ექსპერტებს განსხვავებული პასუხი აქვთ.
პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირს არსებული მიდგომების გადახედვა მოუწევს.
„მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი, ამერიკაც საუბრობს. ეს აღარ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება, ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავსდამტყდარი და სულ უფრო მზარდი, სისტემური და ღრმა პოლიტიკური კრიზისი.
ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა. იქ, სადაც იკარგება ეკონომიკური სტაბილურობა, ნადგურდება კულტურული იდენტობა და ეჭვქვეშ დგება ევროპული იდეის ღირებულებითი საფუძველი.
ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას. აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არსებული მიდგომების გადახედვა",- წერს პაპუაშვილი
პაპუაშვილის ეს წერილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემა POLITICO-სთან მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა, სადაც ტრამპმა ევროპელები „სუსტ ლიდერებად" მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ევროპამ არ იცის რა გააკეთოს."
როდემდე გაგრძელდება დაპირისპირება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ დაძაბულობა ევროპასა და საქართველოს შორის იქამდე გასტანს, სანამ „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია.
- „ბუნებრივია, „ოცნებისთის" ტრამპი უფრო მისაღებია, ბევრი ქსენოფობიური განცხადება გააკეთა.
თუმცა, თავის მხრივ, რამდენად შეიძლება (სწორი იყოს) ტრამპის მიდგომა ევროპის მიმართ, ბევრი ქსენოფობიური განცხადება გააკეთა. ტრამპი, რომელიც ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, ბოდიში, მაგრამ უნდა ვთქვა, ან ელანდება, (ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა...) ამიტომაც შეიძლება ქართული ოცნებისთვის უფრო მისაღები იყოს, ამიტომაც გაკეთდა განცხადებაც, ხო?! რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, იმას , რომ ევროპა კარგავს თავის ღირებულებებს და ა.შ ტრამპი ხელოვნურად ამწვავებს ურთიერთობას ევროპასთან, რაც პირველ რიგში ამერიკისთვის არის საზიანო."
„რაც შეეხება ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მე მგონია, რომ ეს ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ „ოცნება" ხელისუფლებაში დიდი ხნის განმავლობაში იქნება" - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საუბრობს, თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, ამბობს, რომ ახლა , მთავარი კითხვაა, რით დასრულდება ვაშინგტონი-ბრიუსელის დაპირისპირება.
„მე ვიტყოდი, რომ მთვარი კითხვაა, რით დასრულდება ვაშნგტონისა და ბრუსელის დაპირისპირება, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა, უკრაინაში ტრამპისეული გეგმის ევროპელებთან შეუთანხმებლობით. მეორე, ეს არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია.
ვაშინგტონმა პირდაპირ დააფიქსირა, რომ მსოფლიოში გავლენების გადანაწილებაში არიან, ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირს კი მეორეხარისხოვანი როლი მუძღვის, ის რომ ამას „ოცნება" წლებია ამბობს, გლობალური ომის პარტიაზე, ოჯახური ფასეულობების დაცვაზე, ეს საყოველთაოდ ცნობილია, განსაკუთრებით, ქართულ საზოგადოებაში და ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკელი რესპუბლიკელებისგანაც ეს გზავნილი გაჩნდა."
„ამიტომ თბილისსა და ევროკავშირს შორის დაპირპრიება ამ გლობალურ ფონზე ძალიან უმნიშვნელოა, რადგან თითქმის ეგზისტენციალური გამოწვევა აქვს ბრიუსელს ვაშნგტონთან გამკლავებაში. (...) აქ , მე ვფიქრობ, პრაგმატულად და რაციონალურად, ბრიუსელს არ უნდა ჰქონდეს იმის დრო და რესურსი, რომ კიდევ უფრო დაამუნათოს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა, ეს გაგრძელდება, რამეთუ, გარკვეული განშტოებები, ბოლომდე უჭერენ მხარს ქართული ოცნების რადიკალურ ოპონენტებს, ეს გაგრძლედება, თუმცა, ვვარაუდობ, რომ ეს მინავლდება, რადგან სამყარო დგას დიდი არჩევნის წინაშე.
დამაზუსტებელ კითხვაზე განსაზღვრვას თუ არა ევროპასა დ საქართველოს შორის ურთიერთობას, უახლოეს სმომავალში, ვაშინგტონისა და ბრიუსელის დაპირისპირება, გვპასუხობს:
„დიახ, ზოგადად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთნაც მოდიფიცირდება, იქიდან გამომდინარე , რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა დაძაბულია."
რა არის გამოსავალი
ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ გამოსავალი მხოლოდ ევროპული სანქციებია.
„ერთის მხრივ, სანქციები უნდა აამოქმედოს ევროპამ, აუცილებად, უნდა მივიდეს კონკრეტულ კონსესუსამდე, შემდეგ უკვე თვითონ წაუყენებს ულტიმატუმებს „ოცნებას", რომ, ვთქვათ, სანქციები გაუქმდება თუ „ოცნება" დაადგება დემოკრატიზაციის გზას და არ გადაუხვევს ევროპული გზიდან, ეს თუ არ მოხდა პრობლემა სულ იარსებებს, „ოცნებას" სადამდეც გაუვა, რა ენაღვლება, პრეზიდენეტის ხელფასი 16000, მინისტრების 15000 ლარი."-განაცხადა ჩიტაძემ.
გია აბაშიძეს აზრით კი არსებული მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი საქართველოს ხელიუფლების მიერ იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, გულისხმობს ცალმხრივი მეგობრობის პოლიტიკას.
„ამ ორომტრიალში საქართველოს მთავარი გამოწვევაა შეინარჩუნოს სიმშვიდე და წინსვლა, ოღონდ კიდევ უფრო რთულდება ეს, როცა სამი ზესახელმწიფო ცდილობს, რომ გლობალური გავლენები განიმტკიცოს პლანეტაზე.
- გამოსავალი? გაგრძლება იმ პოლიტიკისა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს, ეს არის ცალმხრივი მეგობრობის პოლიტიკა, ანუ, როცა მეგობრობს თბილისი და კარებს არ ხურავს"
ოღონდ მაშინ, როცა მას ჭკუას უარგუმენტოდ არ ასწავლიან. ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, ასე რომ, ყველფერი დამოკიდებულია არა თბილისსა და ბრიუსელზე, არამედ გლობალურ ძალთა განაწილებაზე" - განაცხადა გია აბაშიძემ.