რეზონანსი
11.12.2025

ჩვენ ტრანსგენდერი სპორტსმენების თემას არ შევხებივართ. ეს არის საკითხი, რომლის მოსმენაც არავის სურს, რადგან მსმენელთა 80 პროცენტი არ ეთანხმება ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ჩემი გულიდან მოდის და არა მხოლოდ გონებიდან,  -  ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა "ნიუ იორკ თაიმსის" პოდკასტში, "ეზრა კლაინის შოუ" განაცხადა.

ნიუსომის თქმით, მას სურს, ტრანსგენდერი ბავშვები იხილოს. როგორც მან აღნიშნა, ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო ყველაზე მეტი კანონი აქვს მიღებული და ამ ჯგუფის ძლიერი დამცველია.

"მინდა ვნახო ტრანსგენდერი ბავშვები. მყავს ტრანსგენდერი ნათლული. არ არსებობს გუბერნატორი, რომელსაც ჩემზე მეტ ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო კანონმდებლობაზე აქვს ხელი მოწერილი და არავინ ყოფილა ამ ჯგუფის უფრო ძლიერი დამცველი. მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანების რეალობა, ვისაც უფლებები ჩამოერთმევათ, როდესაც ჩვენ წინ წავიწევთ ტრანსგენდერი საზოგადოების უფლებებს სპორტული შეჯიბრებების სამართლიანობის თვალსაზრისით." - განაცხადა გევინ ნიუსომმა, რომელიც აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×