
გუშინ, გვიან რამით, ნაძალადევის რაიონში უმძიმესი ავარია მოხდა, რომელსაც 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა, დედა კი მძიმე მდგომარეობაში, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. შემთხვევა დადიანის ქუჩაზე, 11-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაადასტურა. უწყების ცნობით, საქმე აღძრულია, 276- ე მუხლით, დაკავებულია ერთი პირი.
"ორი მანქანა დაეჯახა ორ ქვეითს, აივანზე ვიყავი, როგორ და რანაირად ვერ გავიგე, ისე უცებ მოხდა ყველაფერი. მერე რაც იყო, ის საშინელება თვალებიდან არ ამომდის... დედა-შვილი იყვნენ, ამ ტერიტორიაზე მანამდეც ვხედავდი, როგორც თქვეს, იქვე ახლოს ცხოვრობდნენ...“ - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში.
როგორც ambebi.ge-ს დედა-შვილის ერთ-ერთმა ახლობელმა უთხრა, "ავტოსაგზაო შემთხვევაში მართლაც 2 ავტომობილი მონაწილეობდა, ერთი ქალიშვილს დაეჯახა, მეორემ კი დედას დაარტყა, რომელიც შვილის საშველად გადარბოდა ქუჩაზე".
ცნობილია, რომ დედა-შვილი წლების განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ცხოველებს უვლიდნენ. მათ კარგად იცნობდნენ ცხოველთა დამცველები. როგორც სოციალურ ქსელში ცხოველთა დამცველი გვერდი "მარი ემ ცხოველებისთვის“ წერს, მათი ფონდი თვეების განმავლობაში ეხმარებოდა ამ ოჯახს ცხოველების კვების ხარჯების დაფარვაში.
სწორედ ამ გვერდმა გამოაქვეყნა გარდაცვლი ახალგაზრდა ქალის ფოტო და დაწერა:
"მინდა, ასეთი ბედნიერი მახსოვდეს... არ მინდა, იმ რეალობის დაჯერება, რაც მოხდა... წუხელ დედა-შვილს ნახალოვკაში დაარტყა მანქანამ და ადგილზე დაიღუპა შვილი, ცისმარი... დედა რეანიმაციაშია, თუმცა გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია. ეს ის ოჯახია ვის ცხოველებსაც, უკვე თვეებია ჩემი ფონდი ეხმარება. მათ შეფარებული ჰყავდათ ათობით მიუსაფარი. დღეს მათ აღარ ჰყავთ პატრონები... კნუტები, კატები და რამდენიმე ძაღლი უპატრონოდ დარჩნენ".
წყარო: www.ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე