
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება პარტია “ფედერალისტების” ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებებს, ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებით.
ოპოზიციის წარმომადგენელმა ინგა გრიგოლიას “სინდისგაყიდული“ უწოდა და გააზიარა მონაკვეთი ტელეწამყვანის საავტორო გადაცემიდან, რომელშიც ის აცხადებს რომ “დადგა დღის წესრიგში კითხვა: რას აკეთებს ოპოზიცია?
გრიგოლიას გამოსვლას თამარ ჩერგოლეიშვილი ასე გამოეხმაურა:
“ეს ანტი ჟურნალისტი, სინდისგაყიდული, ჩლუნგი ჯაგა - დაბლოკილი გყავს შე ადამიანის სინდისის ჭუჭყო, საკუთარი ნებით მონად გაყიდულო არარაობავ ოპოზიცია და ვისგანაც ტუფლის ფულს ელოდები, იმის საჭურისებს წარმოაჩენ ოპოზიციად...“ - დაწერა პოლიტიკოსმა “ფეისბუქგვერდზე“.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა საპასუხო ვიდეომიმართვა გაავრცელა:
“თამარ ჩერგოლეიშვილი არის ქალთმოძულე და მისთვის არ არსებობს არც თანამებრძოლი, არც განსხვავებულის მიმღებლობა. ეს წლების ისტორია თუ რატომ ვფიქრობ რომ თამარ ჩერგოლეიშვილი მატყუარაა, პონტის გოგოა, მთავარია კარგად იყოს - სანამ კარგად არის, აფინანსებ და გვერდით უდგახარ, გატენილია შენზე.
2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა “ნაცმოძრაობის“ "ტაბულაში" არც მინახავს, დღეს დაჭერილი მიშა ყოფილა ცუდი ტიპი...
შემხვდა ინგა გრიგოლიაზე მისი სტატუსი. გოგოს მის საავტორო გადაცემაში არ უნდიხარ, არ სჭირდები არაფერში - არც შენი მოსაზრება აინტერესებს, არ გთვლის ოპოზიციურ პარტიად. 45-ლაიქიანი სუბიექტის ტიპის დაპატიჟება არ უნდა მის ეთერში.
თუ რაღაც მყრალ სტატუსს დაწერს, 300 ლაიქს არტყამს იშვიათ შემთხვევაში... ერთადერთი ყეფს, მაგრამ იმის იქით უკუკავშირი არ აქვს საკუთარი ამომრჩევლისგანაც კი. არ უნდა ინგა გრიგოლიას საკუთარ ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილი და ქალმა, რას ჰქვია არ დამპატიჟე შენს ეთერშიო...
ჩვენ ვეძახით გიჟ თამარას, მართლა მგონია, რომ პრობლემა აქვს.
მაინტერესებს ოპოზიციური პარტიები რატომ ატიპებთ ამ ქალს, ნიკა გვარამიამ ხომ ძალიან კარგად იცის თამარ ჩერგოლეიშვილს რისი კადრება შეუძლია. ხომ იცის, რომ ყველაფრის მკადრებელია, მართლა მაინტერესებს რატომ აცოცხლებთ.
დატოვეთ რა, მიაგდეთ თავის 40 ლაიქთან ერთად", - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა ვიდეომიმართვაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე