რეზონანსი
12.12.2025

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ორი დღის წინ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. დი­ზა­ი­ნერს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორი თვის ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გუ­შინ სა­ღა­მოს გა­ი­მარ­თა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას. და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით.

რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რის მე­გო­ბა­რი "ამბებს" უყ­ვე­ბა, სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ქუ­ჩა­ში 10 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სუ­ლი­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბის ნა­წილ­მა, მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს, ნა­წილ­მა კი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­გო დი­ზა­ი­ნე­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, პი­რად სა­უბ­რებ­ში რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ბოლო დროს დი­ზა­ი­ნერს ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

"ძა­ლი­ან გთხოვთ, მო­ეშ­ვით ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას! და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი არის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. და­ა­კა­ვეს შე­ძე­ნის ფაქ­ტზე! პრო­კუ­რა­ტუ­რამ შე­უ­ფარ­და შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა!“- წერს ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი.

სუ­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქტს წინ უძღო­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი პოს­ტი, რომ­ლებ­შიც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი დი­ზა­ი­ნერს თან­ხის მით­ვი­სე­ბა­სა და თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

სექ­ტემ­ბერ­ში ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის“ ჯგუფ­ში დი­ზა­ი­ნერ­ზე ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ სუ­ლი­კაშ­ვილ­მა მას კა­ბის შე­კერ­ვის სა­ნაც­ვლოდ 700 ლარი წი­ნას­წარ გა­მო­არ­თვა, თუმ­ცა შეკ­ვე­თა არ შე­ას­რუ­ლა და არც თან­ხა და­უბ­რუ­ნა.

"700 ლარი წი­ნას­წარ გა­და­მახ­დე­ვი­ნა... მი­ვე­დი კა­ბის წა­მო­სა­ღე­ბად, თა­ვად და­თუ­ნა ად­გილ­ზე არ დამ­ხვდა. დამ­ხვდა მხო­ლოდ მისი მკე­რა­ვი ლალი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ და­თუ­ნას კა­ბის შე­კერ­ვა არც კი და­უ­წყია. არა­ნა­ი­რი ახ­სნა, არა­ნა­ი­რი ბო­დი­ში, არა­ნა­ი­რი გეგ­მა თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ეს არის თან­ხის მით­ვი­სე­ბა, თაღ­ლი­თო­ბა და კლი­ენ­ტის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა... ად­გილ­ზე მი­სულს მხო­ლოდ მისი მკე­რა­ვი ლალი მხვდე­ბა, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბა, რომ ჩემ­ნა­ი­რი „გა­დაგ­დე­ბუ­ლი“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ყო­ველ­დღე მო­დი­ან.“

ამ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ:

"მეც ეგრე მაწ­ვა­ლა ერ­თმა მთე­ლი 3 თვე, მახ­ვეწ­ნი­ნებ­და სა­კუ­თა­რი შრო­მით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ფულს... ვუ­ჩივ­ლე და და­ვაბ­რუ­ნე­ბი­ნე სა­კუ­თა­რი ფული.“

"იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა, მქონ­და ქორ­წი­ლი და კა­ბის გა­რე­შე დამ­ტო­ვა! სა­ჩივ­რის შე­ტა­ნას ვა­პი­რებ... გა­ვუ­ბე­დურ­დი მაგ ადა­მი­ა­ნის გამო ქორ­წი­ლამ­დე პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით.“

სუ­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ცნო­ბილ­მა ტი­კტო­კერ­მა Itsmariamna-მ სკან­და­ლუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ბობს, რომ ის დი­ზა­ი­ნე­რის „ბოლო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია“.

მისი თქმით, სუ­ლი­კაშ­ვი­ლი მას „არარ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ“ სთხოვ­და ფულს:

"ასო­ბით ასე­თი „ქე­ი­სი“ აქვს. მას შემ­დეგ, რაც ეს ფაქ­ტი სა­ჯა­რო გავ­ხა­დე, მან ჩემს მი­მართ მუ­ქა­რა და შან­ტა­ჟი სცა­და.... ისიც იცო­და, რომ ამ ეტაპ­ზე ვარ ორ­სუ­ლად. თუმ­ცა, არა­ფერ­მა შე­უ­შა­ლა ხელი ჯერ თაღ­ლი­თო­ბა­ში, ხოლო შემ­დეგ შან­ტაჟ­ში და მუ­ქა­რა­ში. მისი ქცე­ვე­ბი ალ­ბათ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით აიხ­სნე­ბა. ცალ­სა­ხად სა­ში­შია მისი გა­რეთ ყოფ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ბო­რო­ტად იყე­ნებს ყვე­ლას მის გარ­შე­მო და საკ­მა­ოდ ვრცელ კავ­ში­რებს, რო­მე­ლიც მისი „აღ­მას­ვლის“ პე­რი­ოდ­ში მო­აგ­რო­ვა!“

და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის, დი­ზა­ი­ნე­რი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

წყარო: www.ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×